კონტაქტი

ინფორმაცია
ჩვენს შესახებ

კახეთისათვის დამახასიათებელი ავთენტური გარემოსა და გემოების პოვნა რესტორან „რთველში“ შეგიძლიათ. სანამ „რთველის“ კარს შემოაღებთ და ამ ადგილის ხშირ სტუმრად იქცევით, ჩვენს შესახებ ცოტას მოგითხრობთ. პაპის გაშენებული ვენახის მოსავლისა და კახური კერძების ეშხის შთაგონებით, სტუმართმოყვარე გარემოში გაზრდილმა ახალმა თაობამ საკუთარი ბავშვობის გემოების თქვენამდე მოტანა გადავწყვიტეთ. გვახსოვს, როგორ უფრთხილდებოდნენ დედა და ბებია დიდი ბებიის დანატოვარ რეცეპტების წიგნს. წლებთან ერთად ახალი ვარიაციების იდეაც ბევრი გაუჩნდათ, თუმცა საუკუნის წინანდელი გემოების მთავარი ტრადიციული შტრიხები დღემდე შემოგვინახეს. გვჯერა, რომ ტრადიციული და ახლებური გემოების ჩვენებური ბალანსი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

 

Close
Close